ბარსელონას სპორტული დირექტორი დეკო მადრიდში ჩაფრინდა - მიზანი ხულიან ალვარესის ტრანსფერის დახურვის ბოლო მცდელობაა!
ჟერარ რომეროს ცნობით, უახლოეს საათებში დეკოსა და არგენტინელი თავდამსხმელის აგენტს შორის შეხვედრა გაიმართება.
მადრიდში ასევე გაემგზავრა ბარსელონას სკაუტინგის სამსახურის უფროსი ჟოაო ამარალი, რომელიც მეორე შეხვედრას შეურთდება.
კატალონიელები ყველაფერს აკეთებენ, რათა ეს საკმაოდ რთული ტრანსფერი ბოლომდე მიიყვანონ.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ, ბარსელონამ ატლეტიკოს ალვარესის სანაცვლოდ 100 მილიონი ევრო შესთავაზა, თუმცა მადრიდულმა კლუბმა ამ შეთავაზებაზე არც კი უპასუხა და კატალონიელთა ეს მცდელობა სოციალურ ქსელში საცინად აიგდო.
პარალელურად, ატლეტიკომ რეალის 150-მილიონიანი შეთავაზებაც უარით გაისტუმრა.