ბარსელონასა და ესპანეთის ნაკრების შემტევმა, ფერან ტორესმა, საკუთარ მომავალზე ისაუბრა.
„რა უნდა გააკეთოს ბარსელონამ? უნდა მაჩვენოს, რომ ვუყვარვარ. შეუძლიათ მოლაპარაკებები დაიწყონ და საბოლოოდ ყველაფერზე ვისაუბრებთ.
როდესაც ასეთი კლუბები (პსჟ) შენით ინტერესდებიან, ეს ყოველთვის სასიამოვნოა. საბოლოოდ, ბარსელონასთან კონტრაქტი მაკავშირებს.
ფეხბურთში არასდროს იცი, რა შეიძლება მოხდეს, მაგრამ ჩემი უპირატესობა ის არის, რომ მოქმედი კონტრაქტი მაქვს, ამიტომ შემიძლია მშვიდად დაველოდო და საბოლოოდ თავად მივიღო გადაწყვეტილება.
ფეხბურთში ყველაფერი ერთ წუთში შეიძლება შეიცვალოს. არასდროს იცი, რა მოხდება.
ერთი რამ ნამდვილად ვიცი, მალე ბარსელონას ვარჯიშებს დავუბრუნდები. შემდეგ ვნახოთ, რა მოხდება.
ვეცდები ისეთი გადაწყვეტილება მივიღო, რომელიც ჩემს ოჯახსაც და მეც გაგვაბედნიერებს. მხოლოდ ამას აქვს მნიშვნელობა.“ - განაცხადა ესპანელმა ფეხბურთელმა.
ინტერესი რეალურია - ბარსელონამ ფერანის ფასი დაასახელა