ბარსელონას მთავარმა მწვრთნელმა, ჰანსი ფლიკმა კატალონიურ კლუბში თავდამსხმელ კარიმ ადეიემის დებიუტი შეაფასა.
გერმანელი ფორვარდი მოედანზე ბირმინგემთან ამხანაგურ მატჩში გამოვიდა (2:2, პენალტების სერიაში 2:3).
„კარიმის ზოგიერთი მოქმედება არც ისე კარგი იყო. ვფიქრობ, მას ბევრად მეტის ჩვენება შეუძლია, თუმცა ახლა მხოლოდ მისი ვარჯიშების პირველი კვირა მიმდინარეობს, ასე რომ, ეს ნორმალურია.
ვარჯიშებზე უფრო ძლიერ კარიმს ვხედავდი - თავისი სიჩქარითა და შეტევების დაგვირგვინების უნარით. მას დიდი პოტენციალი აქვს და გუნდისთვის ბევრის მოტანა შეუძლია“, - განაცხადა ფლიკმა.
გერმანიის ნაკრების შემტევი ბარსელონას ამ ზაფხულს, დორტმუნდის ბორუსიადან, 22+7 მილიონ ევროდ შეუერთდა.