პსჟ-ს ბარსელონას თავდამსხმელის, ფერან ტორესის დამატება სურს და მზადაა მას კატალონიურ კლუბზე ბევრად სოლიდური პირობები შესთავაზოს – იუწყება Diario Sport.
პარიზელებმა 26 წლის ესპანელ ფეხბურთელს უკვე აგრძნობინეს, რომ ბარსელონას მხრიდან კონტრაქტის გახანგრძლივების ნებისმიერ შეთავაზებას გადაფარავენ. პსჟ ფერანს 5-წლიან ხელშეკრულებასა და მის მიმდინარე ხელფასზე ბევრად მაღალ ანაზღაურებას სთავაზობს.
მხარეებს შორის პირველი კონტაქტი მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობისას შედგა. ტორესი ფრანგული კლუბის წინადადების მოსმენას დათანხმდა.
პარიზში თვლიან, რომ სპორტული პროექტი, ფინანსური მხარე და ლუის ენრიკესთან კვლავ მუშაობის პერსპექტივა ფეხბურთელის დაყოლიებაში დაეხმარებათ.
თუმცა, სიტუაციას თავად მოთამაშის პოზიციაც ართულებს. ფერანი კვლავ „ბლაუგრანას“ ერთგული რჩება და შესაძლოა მეტი სათამაშო დროც მიიღოს, თუ კატალონიელები ახალ თავდამსხმელს არ დაიმატებენ.
თუმცა, ესპანელზე უარყოფითად იმოქმედა იმ ფაქტმა, რომ კლუბი მისთვის კონტრაქტის გახანგრძლივებაზე დიდხანს ფიქრობდა, მაშინ როცა სხვა ფეხბურთელებთან შეთანხმებები უფრო ადრე გაფორმდა.