პარი სენ-ჟერმენმა აიაქსის გარემარბის, მიკა გოდტსის ტრანსფერზე მოლაპარაკებები დაიწყო.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ნიჭიერი ბელგიელი ვინგერი პარიზული კლუბისთვის დამატებითი ვარიანტია მაგნეს აკლიუშის შემდეგ, რომლის ტრანსფერზეც უკვე შეთანხმება შედგა.
აიაქსი გოდტსის შენარჩუნებას ცდილობდა, თუმცა ამ ეტაპზე აცნობიერებს, რომ 21 წლის ფეხბურთელის თაობაზე პსჟ-სთან საწყისი მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
პარი სენ-ჟერმენი უკვე დაუკავშირდა აიაქსს და კლუბებს შორის ოფიციალური მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
მიკა გოდტსს პარიზულ კლუბში გადასვლა სურს, მას შემდეგ რაც ლუიშ კამპუშთან გამართული პირდაპირი მოლაპარაკებები ძალიან დადებითად წარიმართა.
გოდტსი აიაქსის მთავარ გუნდში 2023 წლიდან თამაშობს და ერედივიზიის გასულ სეზონში ჩატარებულ 34 მატჩში 17 გოლი და 13 საგოლე გადაცემა მიითვალა, ბელგიის ნაკრებში კი 2 მატჩი აქვს ჩატარებული.
შეთანხმება შედგა - პსჟ ფრანგ შემტევს იმატებს