ესპანური გამოცემა Marca-ს ჟურნალისტის, მატეო მორეტოს ინფორმაციით, მარკ-ანდრე ტერ შტეგენის აიაქსში იჯარით გადასვლას წინ აღარაფერი უდგას და მხარეებს შორის სრული შეთანხმება შედგა.
ნიდერლანდური კლუბი გერმანელის დამატებაზე დიდი ხანია მუშაობს, თუმცა აქამდე მთავარ დაბრკოლებას საგადასახადო საკითხები წარმოადგენდა. ახლა ცნობილი გახდა, რომ ბარსელონამ ყველა პირობაზე მწვანე შუქი აანთო და ფინანსური პრობლემაც მოგვარებულია.
აიაქსი ტერ შტეგენს მომავალი სეზონისთვის მთავარ მეკარედ განიხილავს. თუ საბუთები დროულად მოწესრიგდება, გერმანელი შესაძლოა გუნდს 9 აგვისტოს, სეზონის გახსნით მატჩშიც დაეხმაროს. ჯერჯერობით გასაიდუმლოებულია იჯარის დეტალები და უცნობია, ფეხბურთელის ხელფასის რა ნაწილის დაფარვა მოუწევს ამსტერდამულ კლუბს.