საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა, იბერია 1999-მა გიორგი ბერიძის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.
29 წლის შემტევი ნახევარმცველი კარიერას თბილისურ კლუბში გააგრძელებს.
ბერიძე ბოლოს უნგრულ უიპეშტში თამაშობდა, სათამაშო კარიერის განმავლობაში კი სხვადასხვა დროს ბელგიურ გენტსა და ლოკერენში, სლოვაკურ ტრენჩინში, ასევე თურქულ ქოჯაელისფორსა და ანკარაგუჯუშიც იყო.
აღსანიშნავია, რომ მას საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში იძახებდნენ, ეროვნული გუნდის მაისურით კი მის ანგარიშზე 10 მატჩი და 1 გატანილი გოლია.