VIDEO: სპაერი-დილა - ეროვნული ლიგის მესამე წრე დასრულდა
2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ეროვნული ლიგის 27-ე ტური და ჩემპიონატის მესამე წრე მიხეილ მესხი 2-ის მოედანზე გამართული მატჩით დასრულდა, სადაც სპაერმა გორის დილას უმასპინძლა და დიდი ანგარიშით, 1:4 დამარცხდა.
მასპინძლებმა შეხვედრა აქტიურად დაიწყეს და მე-11 წუთზე თემურ ცალუღელაშვილის გოლით დაწინაურდნენ კიდეც, თუმცა ამის შემდეგ დილამ სრული უპირატესობა მოიპოვა და მეტოქეს თამაშის გადარჩენის შანსი არ დაუტოვა.
22-ე წუთზე შოთა შეყილაძემ წონასწორობა აღადგინა, 31-ე წუთზე კი ლაშა მენთეშაშვილმა დილა წინ გაიყვანა. პირველი ტაიმის მიწურულს მენთეშაშვილმა დუბლი გაიფორმა, ხოლო კომპენსირებულ დროში მოჰამედ კანტემ მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
ამ გამარჯვებით დილამ 40 ქულა დააგროვა, მე-5 ადგილზე იმყოფება და ლიდერთა ჯგუფს მიუახლოვდა, ხოლო სპაერი 25 ქულით ცხრილის მე-9 პოზიციაზე დარჩა.