VIDEO: ეროვნული ლიგის ტურის ცენტრალური შეხვედრა და ცვლილებები ცხრილში
1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
საქართველოს ეროვნული ლიგის 27-ე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში რუსთავმა თბილისის იბერიას უმასპინძლა და 0:2 დამარცხდა.
მატჩის მიმდინარეობისას ანგარიში 42-ე წუთზე თბილისელთა ლუქსემბურგელმა მცველმა, ვაჰიდ სელიმოვიჩმა გახსნა.
საბოლოო შედეგი 83-ე წუთზე, სწრაფი კონტრშეტევის დროს შესრულებული ეფექტური ინდივიდუალური მოქმედებით ამირან ძაგანიამ დააფიქსირა.
ამ გამარჯვებით იბერიამ 27 ტურის შემდეგ 46 ქულა დააგროვა, რუსთავს ქულებით გაუთანაბრდა და მეორე ადგილზე გადაინაცვლა, ხოლო კონკურენტი მესამე პოზიციაზე ჩამოაქვეითა. ამჟამად პირველ ადგილას ცხრილში დინამო ბათუმია.