პსჟ თავდასხმის ხაზის გაძლიერებაზე აქტიურად მუშაობს.
RMC Sport-ის ცნობით, პარიზელებმა მთავარ სამიზნედ ბარსელონას თავდამსხმელი ფერან ტორესი ისახეს, თუმცა ესპანელის ტრანსფერზე სრულფასოვანი მოლაპარაკებები ჯერ არ დაუწყიათ, რაც 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ფეხბურთელის წარმატებული გამოსვლითაა განპირობებული.
საფრანგეთის ჩემპიონებს ზედმეტის გადახდა არ სურთ და ჯერჯერობით მოვლენების განვითარებას ელოდებიან.
თუ ტორესის შეძენა ვერ მოხერხდა, პსჟ შესაძლოა ალტერნატიულ ვარიანტებზე გადაერთოს. სათადარიგო ოპციებს შორის ატალანტას შეტევის ლიდერი შარლ დე კეტელარე ფიგურირებს.
პარი სენ-ჟერმენის ხელმძღვანელობა თვალს ადევნებს ბორნმუტის ახალგაზრდა ფორვარდს, ელი ჟუნიორ კრუპისაც, თუმცა ოფიციალური ინტერესი ჯერ არ გამოუხატავთ. თავად ფრანგი მზად იქნება პარიზულ კლუბს შეუერთდეს.
პარიზელთა ერთ-ერთი მთავარი სამიზნე იან დიომანდეც იყო, თუმცა კოტ'დიუვარელმა მადრიდის რეალში გადასვლა არჩია, რასთანაც ახლა ძალიან ახლოსაა.
ამ ზაფხულს პსჟ უკვე დატოვეს გონსალო რამოშმა (მილანი) და ლი კან-ინმა (ატლეტიკო), რამაც პარიზელებისთვის შემტევის დამატების საჭიროება გააჩინა.