ლონდონის ჩელსიმ ლივერპულის ყოფილი კაპიტანი დაიმატა.
ჯორდან ჰენდერსონი ბრენტფორდიდან კარიერას ლონდონის ჩელსიში გააგრძელებს.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, მხარეებს შორის შეთანხმება შედგა - ჰენდერსონი ლონდონურ კლუბთან 2-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.
ფეხბურთელმა ბრენტფორდი კონტრაქტის ორმხრივი გაწყვეტის საფუძველზე დატოვა, რადგან კლუბს გაშვება ჩელსის ინტერესის გაჩენის შემდეგ სთხოვა.
შეგახსენებთ, რომ ეს მეორე ვეტერანია, რომელიც ჩელსიმ ამ ზაფხულს დაიმატა - რამდენიმე საათის წინ, კლუბმა ასევე დახურა შემტევის, დანი უელბეკის ტრანსფერიც, რომელმაც ასევე ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.