პსჟ-ს პრეზიდენტს, ნასერ ალ-ხელაიფის როდრის დამატება სურს, რათა რეალზე შური იძიოს იან დიომანდეს წართმევის გამო, იტყობინება As.
პარიზელთა ხელმძღვანელი კოტ-დ'ივუარელი ფეხბურთელის გადმოსვლას თითქმის გადაწყვეტილად თვლიდა, თუმცა ლაიფციგის ვინგერმა პსჟ-ში ტრანსფერზე უარი მას შემდეგ თქვა, რაც რეალისგან შეთავაზება მიიღო.
როგორც ირკვევა, იმ მომენტიდან ალ-ხელაიფის რევანში წყურია და გადაწყვიტა როდრი ნებისმიერ ფასად დაიმატოს, მიუხედავად იმისა, თუ რას ფიქრობს ამაზე ლუის ენრიკეს საწვრთნელი შტაბი.
ალ-ხელაიფის არჩევანი ესპანელზე იმ ჭორების ფონზე შეჩერდა, რომლებიც რეალის მხრიდან მან სიტის მოთამაშისადმი ინტერესს ეხებოდა.
მიუხედავად ამისა, თავად ნახევარმცველის პრიორიტეტად ლა ლიგაში დაბრუნება რჩება.