არსენალში ვინისიუსის დამატების იმედს კარგავენ.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლონდონური კლუბი ბრაზილიელი ვინგერის ტრანსფერს იმ შემთხვევისთვის განიხილავდა, თუ ის რეალთან კონტრაქტს არ გაახანგრძლივებდა.
Marca არსენალის წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ „მეთოფეები“ ამ გარიგების განხორციელების შანსებს საკამოდ პესიმისტურად აფასებენ. ლონდონში ელოდებიან, რომ ბრაზილიელი მადრიდულ კლუბთან ახალ ხელშეკრულებას გააფორმებს.
ლა ლიგის გასულ სეზონში ვინისიუსმა 36 მატჩი ჩაატარა, 16 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა, მისი კონტრაქტი რეალთან 2027 წლის ივნისში იწურება.
რეალი და ვინისიუსი ახალ კონტრაქტზე შეთანხმებას უკვე წელიწადზე მეტია ვერ ახერხებენ.