ლივერპული პსჟ-ს ვინგერის, ბრედლი ბარკოლას ტრანსფერზე პირველ შეთავაზებას ამზადებს.
ინგლისური კლუბი 23 წლის ფრანგს 80 მილიონ ფუნტად აფასებს. მერსისაიდელებისთვის ბარკოლა იდეალური ვარიანტია, თუმცა ზედმეტის გადახდას არ აპირებენ, წერს talkSPORT-ის ჟურნალისტი ბენ ჯეიკობსი.
პარიზელები თვლიან, რომ ჩემპიონთა ლიგის ორგზის გამარჯვებული ბარკოლა იმაზე ძვირი უნდა ღირდეს, ვიდრე ელიოტ ანდერსონი და მორგან როჯერსი, რომლებშიც მანჩესტერ სიტიმ და ჩელსიმ შესაბამისად 116 და 117 მილიონი ფუნტი გადაიხადეს. პსჟ თავის მოთამაშეს 170 მილიონ ევროდ (145 მილიონი ფუნტი) აფასებს.
აღნიშნულია, რომ ჯერჯერობით ნაადრევია იმის თქმა, თითქოს წითლებმა ბარკოლასთან პირადი კონტრაქტის პირობები შეათანხმეს.
ლიგა 1-ის გასულ სეზონში ბრილმა 29 მატჩი ჩაატარა, 11 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.