ბარსელონამ იან დიომანდეს გაფორმებაზე უარი მაღალი სატრანსფერო ღირებულების გამო თქვა.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, კატალონიური კლუბი ლაიფციგს კოტ-დ'ივუარის ეროვნული ნაკრების ფორვარდის თაობაზე რამდენიმე თვის წინ დაუკავშირდა, თუმცა გერმანელებმა ფეხბურთელი 100 მილიონ ევროზე მეტად შეაფასეს.
შედეგად, ბარსელონამ დიომანდეს კანდიდატურაზე უარი თქვა და არჩევანი ენტონი გორდონის სასარგებლოდ გააკეთა.
ადრე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ რეალმა დიომანდეს ტრანსფერი 100+ მილიონ ევროდ უკვე შეათანხმა, თუმცა ჯერჯერობით კლუბს მისი შეძენა ოფიციალურად არ დაუდასტურებია.