როგორც ჩანს, მან სიტი როდრის შემცვლელს იმატებს.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, მან სიტი მაროკოს ნაკრების და ლილის 18 წლის საყრდენის, აიუბ ბუადის ტრანსფერზე აწარმოებს მოლაპარაკებებს.
სხვა კლუბებიც არიან მუნდიალის აღმოჩენით დაინტერესებულები, თუმცა ამ ეტაპზე ფავორიტი სწორედ მან სიტია, რომელიც შესაძლოა მაროკოელს როდრის შემცვლელად მოიაზრებდეს.
ჯერჯერობით უცნობია, ტრანსფერის განხორციელების შემთხვევაში ბუადი სიტის ამ ზაფხულსვე შეუერთდება, თუ კიდევ ერთი სეზონით ლილში დარჩება, ეს დიდწილად როდრის მომავალზე იქნება დამოკიდებული.
თავის მხრივ, როდრის ეტიჰადზე დარჩენა აღარ სურს და კარიერის რეალში გაგრძელებაზე ოცნებობს, რომელიც სიტისთვის მის სანაცვლოდ პირველ შეთავაზებას უკვე ამზადებს.