ბარსელონას 19 წლის ვარსკვლავის, ლამინ იამალის პირადი ცხოვრება გულშემატკივრების ყურადღების ცენტრშია.
ესპანელი ფეხბურთელის მეგობარმა გოგონამ, ინეს გარსიამ სოციალურ ქსელში ისეთი ვიდეო გააზიარა, რამაც მათი ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადასვლის შესახებ მითქმა-მოთქმა გამოიწვია.
გავრცელებულ კადრებში ფეხმძიმე ქალები არიან ასახული, რომელსაც თან ერთვის ემოციური გზავნილი ორსულობის გამოცდილების შესახებ: "გული, რომელიც შენს გამო ძგერს". ამ დეტალმა წყვილის გამომწერებში დიდი ინტერესი გამოიწვია და გააჩინა კითხვები, ატარებს თუ არა ეს პოსტი პირად ხასიათს, თუ უბრალოდ ისეთი კონტენტია, რომელიც ინფლუენსერმა საკუთარ თავს დაუკავშირა.
ამ დროისთვის ოფიციალურად არ დასტურდება, რომ ლამინ იამალი და ინეს გარსია ბავშვს ელოდებიან. ეს ყველაფერი კი იმ ფონზე ხდება, როდესაც ბარსელონას შემტევმა ესპანეთის ნაკრებთან ერთად 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო და ტურნირის ერთ-ერთ მთავარ ვარსკვლავად იქცა. სანამ გულშემატკივრები პასუხის მოლოდინში არიან, თავად ფეხბურთელი კარიერაში ახალი გამოწვევებისთვის ემზადება.