ბარსელონამ და ბრიუგემ ჯესი ბისივუს ტრანსფერზე შეთანხმებას მიაღწიეს.
18 წლის ბელგიელმა ვინგერმა კატალონიურ კლუბთან კონტრაქტი 2031 წლის 30 ივნისამდე გააფორმა. ფეხბურთელის ოფიციალური წარდგენა კლუბის ოფისში უახლოეს პერიოდში გაიმართება.
ბისივუს დამატებით ბარსელონამ ძალიან პერსპექტიული გარემარბი შეიძინა, რომელიც გამოირჩევა სისწრაფით, ფიზიკური ძალითა და დრიბლინგის უნარებით. ის 2008 წლის 22 იანვარს ბელგიაში დაიბადა და ქვეყნის სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრების უცვლელი წევრი იყო.
ბისივუმ ფართო ყურადღება პირველად 2025 წლის ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატზე მიიპყრო, სადაც ბელგიის ნაკრებთან ერთად ნახევარფინალამდე მივიდა და ტურნირის სიმბოლურ თერთმეტეულშიც მოხვდა.
მან საფეხბურთო კარიერა ლოვენში დაიწყო, ხოლო 2020 წელს ბრიუგეს აკადემიას შეუერთდა. ბოლო ორ სეზონში უეფას ახალგაზრდულ ლიგაში 14 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.
2023 წელს, მხოლოდ 15 წლის ასაკში, ბრიუგეს მეორე გუნდის შემადგენლობაში ბელგიის მეორე დივიზიონში ბისივუს დებიუტი შედგა.
ამ გუნდში მან 36 მატჩი ჩაატარა, რის შემდეგაც 18 წლის ასაკში ბარსელონაში გადავიდა. ბისივუ ბლაუგრანას პირველ გუნდში მოასპარეზე ბელგიელ ფეხბურთელთა სიას შეუერთდა, რომელშიც აქამდე თომას ვერმალენი და ფერნან გოივაერტსი იყვნენ.