რეალი ლაიფციგიდან იან დიომანდეს ტრანსფერის დახურვას აქტიურად ცდილობს.
ჟურნალისტ ფლორიან პლეტენბერგის ცნობით, კლუბები უახლოეს პერიოდში მოლაპარაკებების ახალ რაუნდს გამართავენ.
რეალს სურს, რომ დიომანდემ სამედიცინო შემოწმება რაც შეიძლება სწრაფად გაიაროს და ლაიფციგთან ერთად ავსტრიაში შეკრებაზე არ გაემგზავროს.
აღინიშნება, რომ მოლაპარაკებებში პოზიტიური ძვრები შეინიშნება.
მომდევნო 24 საათი შესაძლოა ამ პოტენციური ტრანსფერისთვის გადამწყვეტი აღმოჩნდეს.