რეალმა თავდამსხმელის, გონსალო გარსიას წასვლა ოფიციალურად დაადასტურა.
22 წლის ესპანელი თავდამსხმელი კარიერას ინგლისურ ფულემში გააგრძელებს.
ლონდონელებმა გარსიას სანაცვლოდ 40 მილიონი ევრო გადაიხადეს, კიდევ 2 მილიონი კი ბონუსებით იქნება გათვალისწინებული.
ამასთან, მადრიდულმა კლუბმა ფეხბურთელის უფლებების 30% დაიტოვა, რაც იმას ნიშნავს, რომ შემდგომი გაყიდვიდან თანხის 30%-ს რეალი მიიღებს.
სამეფო კლუბი ასევე დაიტოვებს გარსიას პრიორიტეტული შეძენის უფლებასაც, ანუ თუ ფულემი მის გაყიდვას რომელიმე კლუბთან შეათანხმებს, რეალს იმავე თანხის გადახდით ფეხბურთელის თავისთან წაყვანა შეეძლება.
ლა ლიგის გასულ სეზონში გარსიამ 30 მატჩში 6 გოლი გაიტანა, ფულემში მას მწვრთნელად მისთვის კარგად ნაცნობი სპეციალისტი, ალვარო არბელოა დახვდება.
