მადრიდის რეალის გარშემო ვნებათაღელვა გრძელდება.
ბრაზილიელი ვარსკვლავის, ვინისიუს ჟუნიორის მომავალთან დაკავშირებით ესპანელმა ჟურნალისტმა რობერტო გომესმა Radio Marca-ს ეთერში ისაუბრა და ფეხბურთელის შესაძლო წასვლას საუკუნის შოკი უწოდა.
გომესის თქმით, 25 წლის შემტევი გუნდის ხერხემალია და მისი დაკარგვა კლუბისთვის ნამდვილი კატასტროფა იქნება:
ვინისიუსი ამჟამად მადრიდის რეალის საუკეთესო მოთამაშეა. ფლანგზე არავინ თამაშობს ისეთი ნიჭითა და გავლენით, როგორც ის. ვერც კი წარმომიდგენია მისი წასვლა, რადგან ის გუნდის შემტევ სულს წარმოადგენს
ჟურნალისტმა ტრანსფერის ფინანსურ მხარესა და კონტრაქტის დეტალებზეც გაამახვილა ყურადღება:
ვინ გადაიხდის 150 ან 200 მილიონ ევროს იმ მოთამაშეში, რომელსაც კონტრაქტის დასრულებამდე მხოლოდ ერთი წელი დარჩა. ეს არც ეკონომიკური და არც სპორტული თვალსაზრისით აზრს არ მოკლებულია
ამჟამად ესპანურ მედიაში ვრცელდება ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია. ნაწილი კონტრაქტის გახანგრძლივებაზე საუბრობს, ნაწილი კი პრემიერლიგიდან ინტერესს ადასტურებს. შექმნილ ვითარებაზე გომესს მკაფიო პოზიცია აქვს:
და თუ ვინისიუსი ღიად იტყვის, რომ აქ რჩება, რას იზამს კლუბი. აიძულებს მას წასვლას. ეს სრულიად შეუძლებელია. როგორ შეიძლება წარმოვიდგინოთ მისი წასვლა. მადრიდის რეალს ძალიან სჭირდება ვინისიუსი და ვინისიუსს სჭირდება რეალი