რეალმა და სევილიამ ახალგაზრდა მეკარის, ფრან გონსალესის ტრანსფერზე შეთანხმებას მიაღწიეს.
ფრან გონსალესი რეალში 2022 წელს, 17 წლის ასაკში მივიდა და სამეფო კლუბის აკადემიაში 4 სეზონი გაატარა. 2025 წელს მისი დებიუტი პირველ გუნდშიც შედგა.
„რეალი ყოველთვის იქნება მისი სახლი. კლუბი მადლობას უხდის მას ამ წლების განმავლობაში გაწეული შრომისა და თავდადებისთვის.
ჩვენი კლუბი ფრან გონსალესსა და მის ოჯახს საუკეთესოს უსურვებს ცხოვრების ამ ახალ ეტაპზე“, - ნათქვამია რეალის ოფიციალურ განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, ანდალუსიურმა კლუბმა გონსალესის სანაცვლოდ 3 მილიონი ევრო გადაიხადა.