იუვენტუსმა პსჟ-დან რანდალ კოლო-მუანის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.
როგორც ტურინულმა კლუბმა განაცხადა, სატრანსფერო თანხამ 38 მილიონი ევრო შეადგინა, რომელიც ოთხ წელზე გადანაწილდება. გარდა ამისა, 3.2 მილიონ ევროს კლუბი ფეხბურთელის აგენტებს გადაუხდის..
შეთანხმება ასევე ითვალისწინებს ბონუსებს - გარკვეული მიზნების მიღწევის შემთხვევაში, თანხა შესაძლოა ჯამში 12 მილიონი ევროთი გაიზარდოს.
27 წლის ფრანგმა თავდამსხმელმა იუვენტუსთან კონტრაქტი 2031 წლამდე გააფორმა.
კოლო-მუანიმ იუვენტუსში იჯარით 2024/25 სეზონის მეორე ნახევარი გაატარა და სერია ა-ს 16 მატჩში 8 გოლის გატანა მოასწრო.
