პსჟ პარმას მეკარისა და იაპონიის ნაკრების ფეხბურთელის, ზიონ სუძუკის დამატებასთან ძალიან ახლოსაა.
ინსაიდერ ფაბრიციო რომანოს ცნობით, პარიზულმა კლუბმა იტალიელებს ოფიციალური მოთხოვნით უკვე მიმართა და 23 წლის გოლკიპერის სანაცვლოდ 33 მილიონი ევროს გადახდისთვის მზადაა.
პარმას ეს წინადადება აწყობს, რის გამოც პსჟ მოლაპარაკებებში იუვენტუსზე წინ წაიწია, რადგან ტურინელებს ოფიციალური ნაბიჯი ჯერ კიდევ არ გადაუდგამთ.
გავრცელებული ინფორმაციით, საფრანგეთის ჩემპიონებმა სუძუკის საკუთარი პროექტი უკვე წარუდგინეს.
კლუბში მისი როლი ლუკა შევალიეს მომავალზე იქნება დამოკიდებული.
