ლაიფციგის გარემარბის, იან დიომანდეს ტრანსფერი რეალში მოქმედ და ყოფილ აგენტებს შორის წარმოქმნილი კონფლიქტის გამო ყოვნდება, რის გამოც ფიფაში საჩივარიც შევიდა - იუწყება As.
კომპანია Maxidel Management, რომელიც 19 წლის კოტ-დ’ივუარელი ფეხბურთელის ინტერესებს ადრე წარმოადგენდა, კონტრაქტის დარღვევაში ადანაშაულებს სააგენტო Roc Nation-ს, რომელიც ამჟამად მუშაობს დიომანდესთან და მადრიდულ კლუბთან მოლაპარაკებებში იღებს მონაწილეობას.
პრობლემის გადაჭრის გზა შესაძლოა ფეხბურთელისთვის დროებითი ლიცენზიის მინიჭება გახდეს, სანამ გარიგების საბოლოო ჯამური თანხა არ დაზუსტდება. ორივე კლუბი პროცესის მაქსიმალურ გამჭვირვალობაშია დაინტერესებული, რადგან არასწორმა საკომისიო გადახდამ შესაძლოა ფინანსური სანქციები გამოიწვიოს.
გავრცელებული ინფორმაციით, რეალი ლაიფციგს დიომანდეს სანაცვლოდ, ბონუსების გათვალისწინებით, 135 მილიონ ევრომდე გადაუხდის.