მანჩესტერ სიტი ჩელსის გარემარბის, პედრო ნეტუს დამატებას გეგმავს.
ენცო მარესკას პორტუგალიელ ფეხბურთელთან მუშაობა ძალიან სურს, რის გამოც მანჩესტერული კლუბი ტრანსფერის განხორციელების გზებს უკვე აქტიურად განიხილავს.
ჩელსი ნეტუს დაახლოებით 70 მილიონ ფუნტად აფასებს. ლონდონელებს ფეხბურთელის გაყიდვის აუცილებლობა არ აქვთ, თუმცა სოლიდურმა შეთავაზებამ შესაძლოა მათ გადაწყვეტილება შეაცვლევინოს.
26 წლის გარემარბით ასევე მილანიც ინტერესდება, თუმცა თავად პედრო ნეტუ ეტიჰადზე გადაბარგების პერსპექტივისთვის გახსნილია.
ნეტუ ჩელსიში სწორედ მარესკას მწვრთნელობის დროს, ვულვერჰემპტონიდან, 2024 წლის ზაფხულში გადავიდა.