ლაიფციგის მმართველმა დირექტორმა მარსელ შეფერმა Sky Germany-სთან იან დიომანდეს მადრიდის რეალში შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა.
ცხადია, რამდენიმე ე.წ. სატრანსფერო ექსპერტმა რამდენიმე დღის წინ დაწერა, რომ გარიგება დასრულებული იყო ან მას ცნობილი ‘Here We Go’ სტატუსი მიანიჭა.
ეს უბრალოდ სიმართლეს არ შეესაბამება. ჩვენ ჯერ იმ ეტაპზე არ ვართ.“
როდესაც Sky Germany-მ ჰკითხა, შეიძლება თუ არა აგენტის ირგვლივ არსებულმა სიტუაციამ დიომანდეს ტრანსფერი ჩაშალოს, შეფერმა უპასუხა:
„ჩემი გადმოსახედიდან, ცალსახა პასუხია - არა. ამის შესახებ არაფერი ვიცი. ფეხბურთელმა აგენტი შეიცვალა.
ჩვენი საკონტაქტო მხარე ახლა Roc Nation-ია, ეს იანმა ძალიან მკაფიოდ აგვიხსნა. არ ვფიქრობ, რომ ტრანსფერი ამის გამო ჩაიშლება, თუ საერთოდ ტრანსფერამდე მივალთ.