ფულემში გადასული გონსალო გარსია მადრიდის რეალს ემოციური წერილით გამოემშვიდობა.
ოფიციალურად: რეალმა თავდამსხმელის წასვლა დაადასტურა
„თორმეტი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც პატარა ბიჭის ოცნება რეალობად იქცა.
იმ სულიერი სიმშვიდით, რაც იმის ცოდნას მოაქვს, რომ ამ მაისურის მოარგებისას ყოველთვის მაქსიმუმს ვიღებდი, მივდივარ მადლიერებით სავსე გულით და იმის რწმენით, რომ რეალი ყოველთვის იქნება ჩემი ნაწილი.
ღრმად მადლიერი ვარ ყველასი, ვისთან ერთადაც დაუვიწყარი მომენტები გავიაზე და ვინც მხარს მიჭერდა ჩემი ცხოვრების ამ დაუჯერებელ თავში. განსაკუთრებით კი თქვენ, მადრიდისტებს, ვინც პირველივე დღიდან უკანასკნელ წუთამდე მაგრძნობინეთ თქვენი სიყვარული. ეს იყო პრივილეგია, რომელსაც არასდროს დავივიწყებ.
ამ გერბის დაცვა ჩემი ცხოვრების უდიდესი სიამაყე იყო.
ყოველთვის და სამუდამოდ. მარადიულად მადლიერი.
Hala Madrid!“, - წერს ფეხბურთელი გამოსამშვიდობებელ წერილში.