მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ვინისიუს ჟუნიორი მადრიდის რეალს დაუბრუნდა, თუმცა არსენალში მის შესაძლო ტრანსფერზე ჭორები არ წყდება.
ეჭვები ფეხბურთელის სააგენტოს პრეზიდენტმა, მაიკლ იორმარკმა გააძლიერა, რომელმაც ინგლისში ჩასვლისთანავე სოციალურ ქსელში ინტრიგნული პოსტი გამოაქვეყნა: „ლონდონო, მოვდივარ. წავედით!“.
ესპანური მედიის ცნობით, საქმეში უშუალოდ არის ჩართული არსენალის მთავარი მწვრთნელი მიკელ არტეტა. ის ბრაზილიელ შემტევს უკვე პირადად ესაუბრა და დაარწმუნა, რომ ტრანსფერის შემთხვევაში, ის ჩრდილოეთ ლონდონური პროექტის მთავარი და ფუნდამენტური ფიგურა იქნება.
სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ერთ თვეზე ნაკლები რჩება და ჟოზე მოურინიოს ხელმძღვანელობით მოვარჯიშე ვინისიუსის მომავალთან დაკავშირებით სამი სცენარი განიხილება: ფეხბურთელი ან ახალ სარფიან კონტრაქტს გააფორმებს, ან კლუბი მას ახლავე გაყიდის, ანდა 2027 წელს სანტიაგო ბერნაბეუს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.