ვინისიუს ჟუნიორმა რეალთან კონტრაქტის გაგრძელების საკუთარი პირობები დაასახელა.
As-ის ინფორმაციით, ბრაზილიელ გარემარბს გადასახადების გადახდის შემდეგ წელიწადში 20 მილიონი ევროს მიღება სურს - მოქმედი შეთანხმებით ის საშუალოდ 15 მილიონს იღებს, ხოლო ხელფასი ყოველ სეზონში იზრდება.
გარდა ამისა, ვინისიუსი ხელშეკრულების გახანგრძლივების ბონუსს ითხოვს და სურს, რომ საავტორო უფლებების 100%-ს თავად ფლობდეს - ანალოგიური პირობებით კონტრაქტი კილიან მბაპემ გააფორმა, როცა გუნდს პსჟ-დან შეუერთდა.
უახლოეს მომავალში ვინისიუსი რეალის ხელმძღვანელობასა და მთავარ მწვრთნელს, ჟოზე მოურინიოს შეხვდება.
აღინიშნება, რომ ბრაზილიელი ხელშეკრულების გახანგრძლივებით დაინტერესებულია - არ არის გამორიცხული, კლუბსა და ფეხბურთელს შორის წინასწარი შეთანხმება უკვე არსებობდეს.
გარემარბის მოქმედი კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულში იწურება და თუ უახლოეს პერიოდში შეთანხმება ვერ მოხერხდა, რეალმა შესაძლოა ბრაზილიელის გაყიდვა გადაწყვიტოს, რათა გაისად უფასოდ არ დაკარგოს.