ხულიან ალვარესი ბარსელონაში გადასვლის დაჩქარებას გეგმავს.
Diario Sport-ის ინფორმაციით, ბლაუგრანას სპორტულ დირექტორ დეკუსთან გამართულ ბოლო შეხვედრაზე ფორვარდმა და მისმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მზად არიან სიტუაცია გაამწვავონ და ატლეტიკოზე ზეწოლა გაზარდონ.
აღინიშნება, რომ ეს არ არის იმპროვიზებული გადაწყვეტილება - ეს არის მორიგი ნაბიჯი იმ სტრატეგიისა, რომელზეც მხარეები ბოლო კვირების განმავლობაში შეთანხმდნენ მადრიდელთა ხისტი პოზიციის ფონზე, რომლებიც ყოველგვარ მოლაპარაკებაზე უარს ამბობდნენ.
ამასთან, ალვარესი მოქმედ კლუბთან ურთიერთობის გაფუჭებასა და არაპროფესიონალურად მოქცევას არ აპირებს. ატლეტიკოს ბაზაზე დაბრუნების შემდეგ ის გეგმავს, ხელმძღვანელობას პირად საუბარში, საჯარო დემონსტრაციების გარეშე აცნობოს, რომ კვლავ ბარსელონაში გადასვლა სურს. ხულიანის მიზანი კონფლიქტის პროვოცირება კი არა, მადრიდული კლუბის ხელმძღვანელობის მოლაპარაკებების მაგიდასთან დასმაა.
თუ ატლეტიკო ტრანსფერის განხილვაზე დათანხმდება, ბარსელონა შეთავაზების გაუმჯობესებისთვის მზადაა - ამჟამად „მაგიდაზე“ 100 მილიონი ევრო დევს. ეს ნებისმიერ შემთხვევაში არგენტინელის ყიდვის უკანასკნელი მცდელობა იქნება.