ბაიერნის საყრდენი ნახევარმცველი ჟოაუ პალინია შესაძლოა ინგლისში დაბრუნდეს.
Bild-ის ინფორმაციით, 31 წლის პორტუგალიელი ნახევარმცველით ასტონ ვილა ინტერესდება, მიუნხენელები კი მის გასხვისებაზე თანახმა არიან.
თუმცა, ბაიერნი ჟოაუში 25 მილიონ ევროს ითხოვს - ეს თანხა საკმაოდ მაღალია როგორც ასტონ ვილასთვის, ისე სპორტინგისა და ბენფიკასთვის, რომლებიც ასევე ადევნებენ თვალს ფეხბურთელს. დაინტერესებულმა კლუბებმა ჯერ ვერც იჯარაზე მოილაპარაკეს (გამოსყიდვის უფლებით ან ვალდებულებით).
პორტუგალიელი გერმანიაში წელიწადში დაახლოებით 8.5 მილიონ ევროს იღებს. მისი მოქმედი კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდეა ძალაში.
გასულ სეზონში პალინია იჯარის წესით ტოტენჰემში თამაშობდა. პრემიერლიგაში მან 33 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა, 2 საგოლე გადაცემა გააკეთა და 8 ყვითელი ბარათი მიიღო.
პალინია ბაიერნის მომდევნო სეზონის გეგმებში არ შედის, რასაც კლუბი არ მალავს და მის ახალი სეზონის განაცხადში შეყვანასაც კი არ აპირებს.