ლივერპული და პსჟ ბრედლი ბარკოლას ტრანსფერზე შეთანხმებისგან ჯერჯერობით შორს არიან.
L’Equipe-ის ინფორმაციით, ინგლისური კლუბი არ აპირებს პარიზელთა მოთხოვნის დაკმაყოფილებას, რომლებიც ფეხბურთელის სანაცვლოდ 150 მილიონ ევროსა და ბონუსებს ითხოვენ. ამასთან, საფრანგეთის ჩემპიონები ფასის დაწევას არ გეგმავენ.
პსჟ მაგალითად პრემიერ ლიგის ბოლო მსხვილ გარიგებებს იშველიებს: ელიოტ ანდერსონის ტრანსფერს მანჩესტერ სიტიში (116 მლნ ფუნტი), მორგან როჯერსის გადასვლას ჩელსიში (117 მლნ ფუნტი) და ალექსანდერ ისაკის ტრანსფერს ლივერპულში (125 მლნ ფუნტი).
მაქსიმალური თანხა, რისი გადახდისთვისაც ლივერპული მზადაა, 120 მილიონ ევროს შეადგენს. მანამდე წითლებმა 100 მილიონამდე შესთავაზეს, თუმცა პსჟ-მ ფეხბურთელის ამ ფასად გაშვებაზე უარი განაცხადა.
აგენტი მუსა სისოკო კომპრომისის მოსაძებნად მუშაობას განაგრძობს. მოსალოდნელია, რომ უახლოეს ხანში პსჟ-ს პრეზიდენტი ნასერ ალ-ხელაიფი ლივერპულის ხელმძღვანელობასთან პირადად გამართავს მოლაპარაკებებს.
ლიგა 1-ის გასულ სეზონში ბარკოლამ 29 მატჩი ჩაატარა, 11 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.