NBA-ის მორიგ ტურში საქართველოს ნაკრების ცენტრის, გოგა ბითაძის ორლანდო მეჯიქი გოლდენ სტეიტ უორიორს დაუპირისპირდა.
ბითაძის გუნდი ოვერტაიმში 119:126 დამარცხდა.
საკმაოდ დაძაბული და საინტერესო მატჩის ბედი დამატებით დროში გადაწყდა, სადაც მასპინძელთა ლიდერმა სტეფ კარიმ გადამწყვეტი როლი ითამაშა და შეხვედრა 41 ქულით დაასრულა. ორლანდოელთა შემადგენლობაში 30 ქულით საუკეთესო ფრანც ვაგნერი იყო.
გოგა ბითაძემ მოედანზე 7 წუთი გაატარა. ამ დროში ქართველმა ცენტრმა 4 ქულა, 5 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.
ორლანდო მეჯიქი მომდევნო შეხვედრას 11 ნოემბერს, სტუმრად საკრამენტო კინგსთან გამართავს.