საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა, მარკის რიდმა თურქეთის სუპერლიგის მეშვიდე ტურში ბრწყინვალედ იასპარეზა.
მან ბაჰჩეშეჰირის შემადგენლობაში 14 ქულა მოაგროვა.
ბაჰჩეშეჰირმა საკუთარ მოედანზე დენიზლი ბასკეტი 97:86 დაამარცხა და თურქეთის ჩემპიონატში მეექვსე გამარჯვება მოიპოვა. რიდმა პარკეტზე 19 წუთი და 52 წამი გაატარა, რა დროშიც 14 ქულასთან ერთად ერთი მოხსნა, ორი ჩაჭრა, ერთი დაფარება და სამი შედეგიანი გადაცემა მიითვალა.
მან შვიდიდან ხუთი ორქულიანი და ოთხიდან ოთხი საჯარიმო ზუსტად ისროლა.
ბაჰჩეშეჰირის რიგებში ყველაზე შედეგიანი მატეუშ პონიტკა იყო 18 ქულით, ხოლო ტრევიონ უილიამსმა 14 ქულა და 18 მოხსნა დააგროვა. შვიდი ტურის შემდეგ რიდის გუნდს ექვსი გამარჯვება და ერთი მარცხი აქვს.