ლიონის სარაგბო კლუბი ქართველ მორაგბე დავით ნინიაშვილს დაემშვიდობა.
"19 წლის ასაკში მოსულმა დავით ნინიაშვილმა ახალგაზრდული სიფრთხილითა და უჩვეულო ტალანტით მალევე დაიპყრო მთელი კლუბის, სტადიონისა და ქალაქის გული.
4 სეზონში მან ლიონის სარაგბო გუნდს თავისი კვალი დაატყო მისი სისწრაფით, ჰაერში ბურთის მოხსნებითა და ყველა ბურთისთვის ბრძოლით.
დღეს დადგა დრო, რომ მან ახალი თავის წერა დაიწყოს. მარამ აქ, ლიონში ის სტატისტიკაზე ბევრად მეტს დატოვებს. მან კლუბის ისტორიაში წარუშლელი კვალი დატოვა.
მადლობა ყველაფრისთვის, დავით. ლიონი არასდროს დაგივიწყებს." - წერს ფრანგული კლუბის ოფიციალური გვერდი.
ნინიაშვილი ლიონს 2021 წელს ხვამლიდან შეუერთდა და გუნდთან ერთად ჩელენჯ თასის მოგება მოახერხა, 2022 წელს კი ქართველი "ბარბაროსების" ნაკრებში გამოიძახეს.
ქართველი მორაგბე კარიერას ლა როშელში გააგრძელებს.