მაინცთან ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ ბაიერნის მთავარმა მწვრთნელმა, ვინსენ კომპანიმ კომენტარი გააკეთა.
„ეს მატჩი იმედგამაცრუებელი იყო, რადგან საკუთარ მოედანზე ვთამაშობთ და მეტოქის პოზიციის მიუხედავად, ჩვენ ყოველთვის გამარჯვება გვინდა, რაც დღეს ვერ მოხერხდა.
თუმცა ამ მატჩს ობიექტურადაც შემიძლია შევხედო. იმ რამდენიმე მომენტში, რაც მაინცს ჰქონდა, მათ შესანიშნავად გამოიყენეს შესაძლებლობები. ჩვენც დავუშვით გარკვეული შეცდომები. ჩვენს მომენტებში, რომელიც ბევრი გვქონდა, ვერ შევძელით სხვაობის შექმნა ისე, როგორც ჩვეულებრივ ვაკეთებთ.
და როცა ცოტა უკან ვიყურები და ვფიქრობ, როგორ დგება მსგავსი შედეგები, სწორედ ასეთი მატჩის სცენარით ხდება ეს…
ყველაზე ცუდი შემთხვევა მაშინ არის, როცა საერთოდ ვერ ვქმნით საგოლე მომენტებს. ასევე ყველაზე ცუდია, როცა მეტოქეს ბევრ შანსს ვჩუქნით და ეს დღეს ასე არ ყოფილა.“ - განაცხადა ბელგიელმა.
VIDEO: ფრე მაინცთან - კეინმა ბაიერნი წაგებას გადაარჩინა