ბაიერნის სპორტულმა დირექტორმა მაქს ებერლმა უპასუხა შეკითხვას, განიხილავს თუ არა კლუბი მო სალაჰის ტრანსფერს.
„ჩვენ შთამბეჭდავი ტალანტი გვყავს ლენარტ კარლის სახით და ახლა მის ადგილას არავის მოყვანას აზრი არ აქვს.
სიმართლე გითხრათ, ტრანსფერი გეგმაში არ გვაქვს. ისედაც დაკომპლექტებული და ძალიან პერსპექტიული შემადგენლობა გვყავს.
ჩვენი გადმოსახედიდან შემადგენლობა იდეალურად არის დაბალანსებული. როგორც დაცვაში, ისე შეტევაში." - აღნიშნა ებერლმა.
შეგახსენებთ, რომ სალაჰის თქმით, მან არ იცის, როგორ განვითარდება მოვლენები იმ დროს, როცა ის აფრიკის თასზე იქნება და დარჩება თუ არა ის ლივერპულში იანვარში.