ტიერი ანრიმ მოჰამედ სალაჰის კომენტარი შეაფასა.
„მქონია პრობლემები ვენგერთან, გვარდიოლასთან… ოდესმე გსმენიათ, რომ ამას საჯაროდ ვამბობდი? არასოდეს. მე კლუბს ვიცავდი.
როდესაც კლუბში თამაშობ, რა ფასადაც არ უნდა დაგიჯდეს, ის უნდა დაიცვა. არ აქვს მნიშვნელობა, შიგნით რა ხდება, იცავ კლუბს, თანაგუნდელებს, მენეჯერს, პერსონალს.
შეგიძლია იყო გაბრაზებული, იმედგაცრუებული, არ დაეთანხმო… მაგრამ ჭუჭყის გარეთ გამოტანა არ შეიძლება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც კლუბი რთულ პერიოდს გადის.
ამის ნაცვლად, უნდა დაიცადო, მოაგვარო ყველაფერი შიგნით და შემდეგ, თუ გინდა წასვლა ან საკუთარი აზრის თქმა, ეს სწორ დროს უნდა გააკეთო.
მე მესმის ეგო და მოჰამედ სალაჰის იმედგაცრუება… 38 გოლს იტანს და ბოლოს სკამზე რჩება, მაგრამ არსებობს მომენტი, როცა გუნდი შენს თავზე წინ უნდა დააყენო.“ - განაცხადა ფრანგმა.
"ლივერპულამდე დიდი ვარსკვლავი არ იყავი" - კარაგერის კრიტიკა სალაჰს