ლეგენდარულმა ნიდერლანდელმა ფორვარდმა, მარკო ვან ბასტენმა მოჰამედ სალაჰი ლივერპულის წინააღმდეგ გაკეთებული ხმაურიანი განცხადების გამო გააკრიტიკა.
„თუ სალაჰი ასე აზროვნებს და ასე რეაგირებს პრობლემებზე, მაისის ხოჭოსნაირი ტვინი ჰქონია.
წინა სეზონში ის შესანიშნავი იყო, წელს კი - ბევრად ნაკლებად. ბოლო თვეებია ის აშკარად ცუდად თამაშობს.
სლოტი ძალიან პირდაპირი და გულწრფელი მეჩვენება. ის კონფლიქტს თავს შეგნებულად არ არიდებს და საბოლოოდ სულელურს არაფერს ამბობს.
სალაჰი კი, თავის მხრივ, აშკარად არასწორად დაესხა თავს." - აღნიშნა ვან ბასტენმა.