მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
28 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
უეფას კონფერენს ლიგის პლეიოფის პირველ მატჩში კოპენჰაგენმა პარკენზე ჰაიდენჰაიმი მიიღო. ორივე გუნდის მხრიდან სათადარიგო სკამზე იყვნენ ქართველები - გიორგი გოჩოლეიშვილი და ბუდუ ზივზივაძე.
შეხვედრაში ანგარიში პირველი ნახევრის ბოლოს, კომპენსირებულ დროში გაიხსნა. ჯორდან ლარსონმა მასპინძლებს ტაიმი მოაგებინა.
59-ე წუთზე სტუმართა მხრიდან ტომას კელერმა შეძლო წონასწორობის აღდგენა. აქედან 2 წუთში კი თამაშში ზივზივაძეც ჩაერთო. 78-ე წუთზე მოედანზე გოჩოლეიშვილიც შემოვიდა, გოლის ავტორი ლარსონის ნაცვლად.
85-ე წუთზე ტიმ სირსლებენმა გაიტანა გოლი და ჰაიდენჰაიმს კოპენჰაგენში გამარჯვება მოუტანა (1-2).
Sofascore-ის ვერსიით, ბუდუმ 6.5 შეფასება დაიმსახურა, გოჩოლეიშვილმა კი - 6.3.
გუნდებს შორის განმეორებითი მატჩი გერმანიაში 20 თებერვალს გაიმართება.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები