უეფას კონფერენს ლიგის III საკვალიფიკაციო ეტაპზე ქართული გუნდების სავარაუდო მეტოქეები გაირკვა.
მომდევნო ეტაპზე იბერია-ლევადიას წყვილში შორის გამარჯვებული უელსურ ნიუ სეინთსა და ლუქსემბურგულ დიფერდანჟს შორის გამარჯვებულს შეხვდება.
მეორე ეტაპზე რიგას ბარიერის დაძლევის შემთხვევაში, მესამე ეტაპზე გორის დილა მონტენეგროს სუტიესკასა და ისრაელის ბეითარს შორის გამარჯვებული იქნება.
კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გასვლის შემთხვევაში კი ქუთაისის ტორპედო არაზ პფკ-სა (აზერბაიჯანი) და არისს (საბერძნეთი) შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.
სპაერი კი ვენის ავსტრიის ბარიერის დაძლევის შემთხვევაში ჩეხურ ოსტრავასა და პოლონურ ლეგიას შორის მოგებულს შეხვდება.
მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები 7-14 აგვისტოს გაიმართება.
4 ქართული გუნდი კონფერენს ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპზე