პრე-სეზონის ეგიდით ლივერპულმა მორიგი ამხანაგური მატჩი გამართა.
მერსისაიდელები დახურულ კარს მიღმა სტოკ სიტის დაუპირისპირდნენ და მეტოქე 5-0 გაანადგურეს.
წითლების მხრიდან მატჩის საწყის 20 წუთში ჰეთ-თრიქი შეასრულა დარვინ ნუნიესმა, რიო ნგუმოამ და ფედერიკო კიეზამ კი თითო გოლით გამოიჩინეს თავი.
ლივერპულმა პრესტონ ნორთ ენდის შემდეგ სტოკ სიტიც დაამარცხა და ახალი სეზონისთვის მზადებას აგრძელებს.
პირველი ამხანაგურის მსგავსად დღესაც სასტარტო შემადგენლობაში იყო გიორგი მამარდაშვილი, რომელიც 59-ე წუთზე უნგრელმა პეჩიმ შეცვალა. ქართველმა კარი კვლავ მშრალად შეინახა.
ლივერპულის სასტარტო შემადგენლობა ასეთი იყო:
მამარდაშვილი, გომესი, ვან დაიკი, სობოსლაი, ნუნიესი, სალაჰი, ჯონსი, რობერტსონი, ვირცი, ნგუმოა, ნიონი.