როდრიგომ ლივერპულში შესაძლოა ლუის დიასი შეცვალოს.
როგორც იცით, კოლუმბიელი შემტევით მიუნხენის ბაიერნი ინტერესდება.
L'Equipe-ს ინფორმაციით, თუ დიასი ენფილდს მართლაც დატოვებს, მის ადგილას, სავარაუდოდ, ლივერპული რეალიდან როდრიგოს წამოიყვანს.
ბრაზილიელის მომავალი სამეფო კლუბში ბურუსით არის მოცული - ჩაბი ალონსოს მოსვლის შემდეგ, როდრიგომ რეალის სასტარტოში ადგილი დაკარგა და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე მხოლოდ ერთი მატჩი დაიწყო სასტარტოდან.
ფაბრიციო რომანოს ცნობით, რეალს როდრიგოს სანაცვლოდ 100+ მილიონი ევროს მიღება სურს, თუმცა მოლაპარაკებებზეც თანახმაა.