სანდერლენდი გრანიტ ჯაკას ტრანსფერზე მუშაობს.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, დღეს პრემიერ ლიგაში აღზევებულმა გუნდმა ლევერკუზენს შვეიცარიელი ნახევარმცველის ტრანსფერზე ოფიციალური შეთავაზებით მიმართა.
ამ დრომდე კლუბებს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის, თუმცა თავად ჯაკას სანდერლენდში სურს გადასვლა და თავისი სურვილის შესახებ გერმანულ კლუბსაც შეატყობინა.
შეგახსენებთ, რომ ჯაკა 2016-2023 წლებში პრემიერ ლიგაში არსენალის მაისურით თამაშობდა.