მილანს ახალი მარცხენა მცველი ეყოლება.
როსონერიმ ბრაიტონის ეკვადორელი ფეხბურთელის, პერვის ესტუპინიანის ტრანსფერი დახურა.
იტალიური კლუბი ბრაიტონს ესტუპინიანის სანაცვლოდ 17 მილიონ ევროს გადაუხდის, კიდევ 2 მილიონი კი ბონუსებით იქნება გათვალისწინებული.
ტრანსფერის ფორმალური ნაბიჯების გავლის შემდეგ, ეკვადორელი მილანის ფეხბურთელი ოფიციალურად გახდება.
მილანში ესტუპინიანი ტეო ერნანდესს შეცვლის, რომელიც რამდენიმე კვირის წინ ოფიციალურად ალ ჰილალში გადავიდა.