ლივერპულმა როდრიგოს შეძენისკენ პირველი ნაბიჯები გადადგა.
Footmercato-ს ჟურნალისტის, სანტი აუნას ინფორმაციით, მერსისაიდული კლუბი როდრიგოს წარმომადგენლებს პირდაპირ ესაუბრებიან.
ამ დრომდე კლუბებს შორის მოლაპარაკებები არც დაწყებულა, თუმცა ლივერპულის როდრიგოსადმი ინტერესი უფრო და უფრო იზრდება.
არსებული ინფორმაციით, რომელსაც უკვე არა ზემოთ ხსენებული ჟურნალისტი, არამედ ფრანგული L'Equipe იტყობინება, ლივერპული ბრაზილიელის შეძენას ლუის დიასის გაყიდვის შემთხვევაში შეეცდება.
როდრიგოს მომავალი რეალში ბურუსით არის მოცული - ჩაბი ალონსოს მოსვლის შემდეგ, ბრაზილიელმა 6-დან მხოლოდ 1 მატჩი დაიწყო სასტარტოში.