ფრანგული L'Equipe-ის ინფორმაციით, კილიან მბაპე მომდევნო სეზონიდან მადრიდის რეალის 10-ნომრიან მაისურს მოირგებს.
წყაროს ცნობით, მბაპეს 10 ნომერი თავად არ მოუთხოვია და ეს კლუბის გადაწყვეტილებაა. რეალი მბაპეს ახალი 10-ნომრიანი მაისურის რეკორდულ გაყიდვებს ელის.
სამეფო კლუბის 10-ნომრიანი მაისური ლუკა მოდრიჩის წასვლის შემდეგ გათავისუფლდა.
პრესაში ათიანის პოტენციურ მფლობელებად კილიან მბაპე და არდა გიულერი სახელდებოდნენ, როგორც ჩანს, 10-ნომრიანი მაისურის ტარების პატივი ფრანგს ერგება.
მბაპე რეალში გადმოსვლის შემდეგ 9 ნომრით თამაშობდა.