რეალის ექს-ფეხბურთელს, უესლი სნეიდერს არ მიაჩნია, რომ სამეფო კლუბი ფეხბურთელებს არ აფასებს.
- თქვენი რეალში გატარებული პერიოდი ხანმოკლე აღმოჩნდა. რატომ ვერ მიაღწიეთ იქ წარმატებას?
რამდენიმე ფაქტორი დაემთხვა ერთმანეთს: ჩემი პირადი ცხოვრება, ტრავმები, ცვლილებები ხელმძღვანელობაში და კლუბის განვითარების ვექტორის შეცვლა. რეალში დიდებულად გავატარე დრო, თუმცა იქ დიდხანს დასარჩენად შესაფერისი დრო არ იყო.
- ეთანხმებით თუ არა მოსაზრებას, რომ რეალი გარკვეულ ვარსკვლავებს არ აფასებს?
არა, არ ვეთანხმები. რეალი უდიდესი კლუბია და ყველას ვერ მოერგება. გულშემატკივრებს ყოველთვის ვახსოვარ და ჩემთვის ეს ყველაზე მთავარია." - აღნიშნა ნიდერლანდელმა, რომელიც 2007-2009 წლებში თამაშობდა.