მადრიდის რეალის მცველი კარიერას კომოში გააგრძელებს.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, იტალიური კლუბი ხაკომო რამონის სანაცვლოდ 2.5 მილიონ ევროს გადაიხდის.
ფეხბურთელის უფლებების 50%-ს მადრიდის რეალი დატოვებს, რომელსაც ცენტრალური მცველის დაბრუნება მომდევნო სამი ზაფხულის განმავლობაში გარკვეული თანხის სანაცვლოდ შეეძლება.
ანალოგიური შეთანხმებით იყიდა გასულ ზაფხულს კომომ რეალიდან ნიკო პასი.
ხაკობო რამონის დებიუტი მადრიდის რეალში 2024/25 სეზონში შედგა, რომელშიც მან 6 მატჩის ჩატარება მოასწრო და 1 გოლიც გაიტანა.